top of page

ვორქ ვიზა ჯორჯია 

ვორქ ვიზა ჯორჯია არის თქვენი სანდო პარტნიორი ლეგალური დასაქმების უზრუნველსაყოფად ისრაელსა და ევროკავშირში. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები ამარტივებენ სამუშაო ვიზის კომპლექსურ პროცესს, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სამუშაო ძალაში შეუფერხებელ გადასვლას.

ახალი ამბები

image_edited.jpg

უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები Work Visa Georgia-ს ოფისში – თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები 2025 წლის 15 მაისს, Work Visa Georgia-ს ოფისს სტუმრობდნენ საქართველოში უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური ატაშე ბ-ნი GYORGY MOCSY და საელჩოს ეკონომიკური კონსულის ასისტენტი, ბ-ნი ერეკლე მაყაშვილი. შეხვედრა წარიმართა თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების სულისკვეთებით. სტუმრებს დეტალურად გავაცანით ჩვენი სააგენტოს საქმიანობა, წარმატებული პროექტები და კადრების შერჩევის პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მექანიზმებს, რომლითაც ჩვენ ვამზადებთ კვალიფიციურ მუშახელს და უზრუნველვყოფთ მათ დასაქმებას საერთაშორისო პარტნიორებთან. საელჩოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს უნგრელი დამსაქმებლების მზარდი ინტერესი საქართველოს კვალიფიციური სამუშაო ძალის მიმართ. მათი თქმით, მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია სამშენებლო, ავტო-მშენებლობის, აგრარული და სხვა ინდუსტრიების მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში უკვე გადმოგვეცა კონკრეტული სამუშაო დოკუმენტაცია, რაც დასაქმების პროცესის მომდევნო ეტაპზე გადასვლის საშუალებას იძლევა. Work Visa Georgia-ს გუნდი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს აღნიშნულ მიმართულებით, უზრუნველყოს შესაბამისი კადრების შერჩევა და მოემსახუროს ორივე ქვეყნის ინტერესებს პროფესიული სტანდარტების სრული დაცვით. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს შრომითი ბაზრისთვის და შექმნის მრავალ ახალ შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის.

PHOTO-2025-02-19-13-18-07_20.jpg

სამუშაო უნგრეთში – პილოტური პროექტი! 🔨 ესაჭიროება ყალიბების ამწყობები და ბეტონის სპეციალისტები 🔨 📣 უნგრეთის მთავრობა, ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით, იწყებს პილოტურ პროექტს და ეძებს 4–6 კვალიფიციურ მუშახელს სამშენებლო სამუშაოებისთვის უნგრეთში. 🧱 სამუშაოს სახეობა: კედლის ჩამოსხმა (ფორმები) ბეტონის სამუშაოები 📍 ადგილმდებარეობა: უნგრეთი 📅 დაწყება: დოკუმენტაციის დამუშავებისთანავე 💰 რას გთავაზობთ: ✅ კონკურენტული ანაზღაურება (1200 ევრო/თვეში დაწყება) ✅ უფასო საცხოვრებელი ✅ დაფინანსებული ავიაბილეთები ✅ ლეგალური დასაქმება სამუშაო ვიზით ✅ გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივა წარმატებული პროექტის შემდეგ 🗣 ენები: ობიექტზე იქნებიან რუსულენოვანი კოორდინატორები 📑 საჭირო დოკუმენტები: პასპორტი, ფოტო და პირადი მონაცემები 🎯 სასურველი კანდიდატები: მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და გამოცდილებით ყალიბების ამწყობაში და ბეტონის სამუშაოებში.

ჩვენი სერვისები

Construction site Israel

დასაქმება ისრაელში

მშენებლობა
თვეში 2500$-იდან

Warehouse Poland

დასაქმება ევროპაში

A1 მივლინება ევროკავშირის ქვეყნებში

Screenshot 2025-05-13 161200.jpg

ავტომობილების გაქირავება

იქირავე ავტომობილი მარტივად საქართველოში!

ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია გეხმარებათ ლეგალურად დასაქმდეთ ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში. გთავაზობთ სამუშაო ვიზებს, ნებართვებს და სრულ მხარდაჭერას პროცესის ყველა ეტაპზე. ვთანამშრომლობთ სანდო დამსაქმებლებთან და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო, კანონიერ და სტაბილურ დასაქმებას საზღვარგარეთ.

ჩვენი პარტნიორები

პარტიონი კომპანია ProjectPro

Project Pro არის ისრაელში დასაქმების წამყვანი კომპანია.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალურ გადაწყვეტას მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში...

ჩვენ ვმუშაობთ ისრაელის მასშტაბით და გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებთან.

ველით თანამშრომლობას თქვენთან.

კონტაქტი

10 ნავთლუღის ქუჩა, თბილისი

  • Whatsapp
  • Whatsapp
  • Whatsapp
  • Whatsapp
  • Facebook

მადლობა

bottom of page