top of page

მიმართვა პოტენციურ პარტნიორებს

კომპანია Work Visa Georgia დაინტერესებულია თანამშრომლობით იმ უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც საქართველოში მოქმედი ლიცენზირებული სააგენტოს მეშვეობით ეძებენ კვალიფიციურ და მოტივირებულ სამუშაო ძალას.

ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

- არიან ოფიციალურად რეგისტრირებულნი თავიანთ ქვეყანაში და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატებს;
- აკმაყოფილებენ საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას ლეგალური დასაქმების კუთხით;
- ფლობენ ფიზიკურ ოფისს, აქტიურ ვებგვერდს და უზრუნველყოფენ მუდმივ უკუკავშირს;
- აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები იმ საწარმოებთან, სადაც ჩვენი რეკრუტირებული მუშახელი უნდა დასაქმდეს;
- წარმოადგენენ დეტალურ ინფორმაციას დასაქმების პირობების შესახებ (სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება, საცხოვრებელი და სხვა პირობები);
- იღებენ სრულ პასუხისმგებლობას დასაქმებული მუშახელის შრომის ანაზღაურებაზე, საცხოვრებელ პირობებზე და მათ ლეგალურ სტატუსზე მასპინძელ ქვეყანაში.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს და დაინტერესებული ხართ თანამშრომლობით, გთხოვთ დაგვიკავშირდით

მადლობა, შეტყობინებისთვის!

bottom of page