დასაქმება ისრაელში

მშენებლობა
ანაზღაურება 2500$ - იდან თვეში

დამატებითი ინფორმაცია
ინფორმაცია ისრაელში სამუშაოდ წასვლის მსურველთათვის
ისრაელში, 5 წლამდე ვადით, სამუშაოდ ვიწვევთ 25-49 წლის მამაკაცებს, რომელთაც გააჩნიათ სამშენებლო სექტორში მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება.
ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ PROJECT PRO უკვე დაასაქმა ჩვენს მიერ გაგზავნილი მშენებლები და მიმდინარე წელს გავაგზავნით კიდევ 500-მდე სპეციალისტს.
თანამშრომლის მინიმალური ხელფასი შეადგენს 2500$-ს. PROJECT PRO მათ უფასოდ განათავსებს კეთილმოწყობილ საცხოვრებლებში. სხვა ყველა დეტალი გაწერილია შრომით ხელშეკრულებაში.
ჩვენი სააგენტოს მიერ გაწული მომსახურების ღირებულება შეადგენს 3000 $-ის ექვივალენტს ლარში, რომლის გადახდა ხდება ორ ეტაპად და რომლის გადახდის წესი გაწერილია ჩვენს ხელშეკრულებაში და ამ ინფორმაციაში. (იხილეთ ქვემოთ).
საბუთების მომზადების, ისრაელის მშენებლობის სამინისტროს და ისრაელის პოლიციის ოფისის მიერ დოკუმენტების აქსეპტაციის, ასევე, ისრაელში შესვლის ნებართვის მიღების, ბილეთის შეძენისა და გამგზავრების პერიოდი გრძელდება 45-60 სამუშაო დღემდე და დამოკიდებულია ისრაელის სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ საქმის შესწავლის ვადებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ისრაელის დეპორტი, შესვლის აკრძალვა ან არასასურველი სტუმრის სტატუსი.
უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
უნდა ჰქონდეს სიმაღლეზე მუშაობის უნარი;
უნდა ჰქონდეს ცხელ ამინდში მუშაობის უნარი;
უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნილი სამუშაო სამშენებლო ობიექტზე;
სამუშაო საათები შეიძლება 12 იყოს (ბეტონის დასხმის პერიოდში) და შესაბამისად ანაზღაურება იქნება.
მინიმუმ 6 თვის მანძილზე უნდა იმუშაოს მომწვევ კომპანიაში, კანდიდატსა და PROJECT PRO შორის შეთანხმებული და ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე.
მთლიანი პროცედურა ასეთია:
კანდიდატი წარმოადგენს პასპორტს და პირადობის მოწმობას ჩვენს ოფისში, მისამართზე: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ.N10, „არქის“ კომპლექსში, კორპუსი C, სადარბაზო 3, სართული 1, ოფისი 29ა, სადაც გაივლის გასაუბრებას, გაეცნობა ისრაელში დასაქმების პირობებს, შრომით ხელშეკრულებას PROJECT PRO -სთან, ისრაელის პოლიციის ოფისში წარსადგენ დოკუმენტაციას. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, იგი ჩვენს სააგენტოსთან აფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას მისი კომპანია PROJECT PRO -ში დასაქმებისათვის მოსამზადებელი პროცედურების სერვისის მიწოდების შესახებ, რის შემდეგ 2 საბანკო დღის განმავლობაში იხდის პირველად დეპოზიტს 1000 ლარის ოდენობით.
ისრაელის მშენებლობის სამინისტროს მიერ კანდიდატის შესწავლა ხდება ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და გრძელდება 3-4 კვირა (ვადა დამოკიდებულია სამინისტროზე).
სამინისტროს მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ კანდიდატის მიერ ჩვენთვის 1 კვირიან ვადაში მოწოდებული უნდა იქნას ისრაელის პოლიციის ოფისში წარსადგენი დოკუმენტები. მათ შორის:
1. ნასამართლობის ცნობა (თარგმნილი ინგლისურად და დამოწმებული ნოტარიულად);
2. ისრაელის სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ფორმის დეკლარაცია (თარგმნილი ინგლისურად და დამოწმებული ნოტარიულად + აპოსტილიზებული);
3. ისრაელის სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ფორმის აფიდავიტი (თარგმნილი ინგლისურად და დამოწმებული ნოტარიულად);
4. ისრაელის სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ფორმის სამედიცინო ფორმა დამოწმებული სამედიცინო დაწესებულების მიერ;
5. კანდიდატის მიერ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულება მას და კომპანია PROJECT PRO-ს შორის, სადაც სრულადაა გაწერილი მხარეების უფლება-მოვალეობები, ხელფასი, შეღავათები, შვებულება და სხვ.
აღნიშნული საბუთების მომზადების ხარჯები შეადგენს დაახლოებით 650 ლარს და მას იხდის უშუალოდ კანდიდატი იუსტიციის სახლში, ნოტარიუსთან, სამედიცინო კლინიკაში.
ჩვენს მიერ ისრაელისათვის ამ დოკუმენტების მიწოდების შემდეგ ისრაელის პოლიციის ოფისის მიერ მათი შესწავლა ხდება დაახლოებით ორკვირიან ვადაში.
ისრაელის მშენებლობის სამინისტროს ან ისრაელის პოლიციის ოფისის მიერ კანდიდატისგან დამოუკიდებელი და მისთვის აუხსნელი მიზეზით დახარვეზების შემთხვევაში მას უბრუნდება წინასწარ შეტანილი თანხა სრული ოდენობით.
კანდიდატის მიერ ჩვენი სააგენტოს წინასწარგანზრახვით შეცდომაში შეყვანის შემთხვევაში, რასაც მოჰყვა კანდიდატის დახარვეზება (მაგალითად: იყო დეპორტირებული, ჰქონდა შესვლის აკრძალვა, ჰქონდა არასასურველი სტუმრის სტატუსი, აქვს მისთვის ცნობილი ჯანმრთელობის პრობლემა და ა.შ.), მას წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.
პოლიციის ოფისის მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ კანდიდატი იძენს ისრაელში გასამგზავრებელ ავიაბილეთს, ისრაელის სახელმწიფო მის სახელზე გასცემს ქვეყანაში შესვლის ნებართვას.
ისრაელში გაფრენამდე 1-2 დღით ადრე კანდიდატი ჩვენს სააგენტოს ურიცხავს მეორე და ბოლო ეტაპის გასამრჯელოს დარჩენილ თანხას 3000$(ლარში)-1000 ლარი.
თელ-ავივის აეროპორტში მგზავრს ხვდება კომპანია PROJECT PRO-ს წარმომადგენელი და მიაცილებს საცხოვრებელ ბინაში. დაბინავების შემდეგ მის პასპორტს წარადგენენ ისრაელის სავიზო დეპარტამენტში, სადაც მას ეძლევა სამუშაო ვიზა, რომელიც ყოველწლიურად გაგრძელებადია მომდევნო 5 წლის განმავლობაში თუ კანდიდატი ისრაელში ამ ვადით ლეგალურად მუშაობას მოისურვებს.
კანდიდატის ისრაელში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის მთელ პერიოდში ჩვენ ვრჩებით მასთან მუდმივ კავშირზე და თვალყურს ვადევნებთ მას და დამსაქმებელს შორის ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებას.